ლელა კურდღელაშვილი: მარიანა ჩოლოიანი ძალიან გავწირეთ, ავკიდეთ ყველას ცოდვა და საჯიჯგნად მივეცით ამ გაცოფებულ ხალხს

ჟურნალისტი ლელა კურდღელაშვილი 15 წლის ლუკა სირაძის ჩვენების იძულების ფაქტზე დაკავებულ გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ეხმიანება.

მისი თქმით, გამომძიებელი ქალი ყველამ გავწირეთ და ყველას ცოდვა მას ავკიდეთ.

“რაც გინდათ, ის თქვით, მაგრამ, ეს რომ არ დავწერო, გული გამისკდება!

რაღაც განცდა მაქვს ისეთი, რომ ეს გამომძიებელი ქალი – მარიანა ჩოლოიანი, ძალიან გავწირეთ ყველამ – აი, ასე – ავკიდეთ ყველას ცოდვა და საჯიჯგნად მივეცით ამ გაცოფებულ ხალხს!

აი, ისინი, ვინც ამ ხალხის გაცოფებაზეა პასუხისმგებელი, ყველა, გარეთ დარბის, ვინც პასუხისმგებელია მთელი ამ მოუნელებელი მანკიერების შექმნაზე, გარეთ დარბიან და ახალ-ახალ მსხვერპლს ითხოვენ საკუთარი პოლიტიკური იმპოტენციის საკვებად და ეს ერთი ქალი აღმოჩნდა ახლა ყველაფერში დამნაშავე?! არც მაგისი ძველი საქმეები მაინტერესებს და არც ახალი! კი ბატონო, აგოს პასუხი კანონის შესაბამისად, მაგრამ არა ამ საკუთარი უძლურებით გაცოფებული ხალხის გამო! აი, ეს წინასწარი პატიმრობა, რაღაც ძალიან ზედმეტი მგონია!

და კიდევ, იმ სკოლასაც თავი დაანებეთ – დავხუროთ, მივხუროთ, მოვხუროთ – არა რა! რაღაც თუ შექმნილა და გაკეთებულა, იმის დახურვა არა! თუ გადაცდომაა, მოსთხოვეთ გადაცდომის მიხედვით და საერთოდ, მინდა ისეთი სისტემა, რომელიც ასე ადვილად არ გაწირავს ადამიანებს, მათ შორის დამნაშავეებსაც.
გადამრია ამ დუჟიანმა სიგიჟემ და დაუნდობლობამ,”- წერს ლელა კურდღელაშვილი.

15 წლის ლუკა სირაძის ჩვენების იძულების ფაქტზე დაკავებულ გამომძიებელს მარიანა ჩოლოიანს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები