ბათუმში დაჭრილი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია – “კონტაქტურია და რეაბილიტაციის პროცესს იწყებს”
ბათუმში დაჭრილი პატრულ-ინსპექტორი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
„პაციენტის მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს, როგორც სტაბილურად მძიმე, თუმცა ოპერაციის შემდეგ იგი დღეს დილიდან უკვე კონტაქტურია და რეაბილიტაციის პროცესს იწყებს. მართვით სუნთქვაზე პრევენციის მიზნით რჩება“ ,- განაცხადა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, მალხაზ ხალვაშმა.
შემთხვევა ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე გუშინ ღამით მოხდა.
შსს-ს ინფორმაციით, პატრულ-ინსპექტორის დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი.