კოლეჯ “სპექტრში“ ღონისძიების, “შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვა” დახურვის ღონისძიება გაიმართება
20 დეკემბერს, კოლეჯ “სპექტრში“ სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის- “შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვა” დახურვის ღონისძიება გაიმართება.
პროექტის ფარგლებში სიგელს 45 მოსწავლეს გადასცემენ.
სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების“ ქვეპროგრამა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით 2017 წელს ამოქმედდა და 2019 წლამდე მასში 250-ზე მეტი საჯარო სკოლა; 32 კერძო და საჯარო კოლეჯი/უნივერსიტეტი ჩაერთო.
სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის მიზანია:
მოსწავლეებში მულტიდისციპლინურ მიდგომებზე დაფუძნებული უსაფრთხო შრომისა და გარემოს დაცვის საკითხებზე ხედვის განვითარება, რაც ხელს შეუწყობს მათ მოტივირებას სწავლა განაგრძონ ინჟინერიისა და მონათესავე მიმართულებების პროფესიული ან/და უმაღლესი განათლების პროგრამაზე.
კურსი “შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვა“ შინაარსი გათვლილია VIII და IX კლასის მოსწავლეებისათვის საინჟინრო მიმართულების პროფესიული პროგრამების, უპირველესად, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვითი ტექნოლოგიების, გარემოს დაცვის ტექნიკოსის, სურსათის უვნებლობის, სასურსათო პროდუქტების ეკოლოგიური კონტროლის შესაბამისი საბაზო კომპეტენციების განვითარებაზე.
კურსის გაკვეთილები გათვლილია პრაქტიკული უნარების შეძენაზე მარტივ კეთებაზე ორიენტირებული ხერხებით და მრავალჯერადი გამეორებით.
აღნიშნული პროექტი თბილისის 85-ე, 146-ე და 163-ე საჯარო სკოლებში კოლეჯი “სპექტრის“ მიერ იქნა განხორციელებული.
პროექტის ხანგრძლივობა 3 თვეს მოიცავს.