გურამ ნიკოლაშვილი: ერთია მომხდარი ტრაგედია მეორე რეზონანსი, სადაც ადამიანური აღშფოთება და პოლიტიკური მოტივები ერთმანეთშია არეული

ერთია მომხდარი ტრაგედია, რომელსაც გააჩნია გამომწვევი ფაქტორები და მეორეა რეზონანსი იმ თემაზე, სადაც ადამიანური აღშფოთება და პოლიტიკური მოტივები ერთმანეთშია არეული, -ამის შესახებ საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა, გურამ ნიკოლაშვილმა, დაღუპული მოზარდის საქმესთან დაკავშირებით ტელეკომპანია “იმედის” “დღის ქრონიკაში” განაცხადა.

მისი თქმით, ცალკე პრობლემის წყაროა ემოციები, რაც საინფორმაციიო ველს ქმნის.

„ძალადობა, წამება, არაადამიანური მოპყრობა, ისმის არაერთი ბრალდება. იქმნება ერთგვარი ისტერიკული ვითარება, რომლის ფონზეც ჩნდება ინფორმაცია სხვა მოზარდების შესახებაც – მიიყენა თვითდაზიანება, მოიკლა თავი და აშ. ის ემოციები, რომლებიც ქმნიან საინფორმაციო ველს, ხდება ცალკე პრობლემის წყარო. ნებისმიერი გამომსვლელი და კომენტატორი თავის აგურს დებს მიმდინარე დღის წესრიგში, თითოეული სპიკერის გამოსვლა განსაზღვრავს მოვლენის სუბიექტურ აქცენტს. მთავარი სამიზნე დამნაშავის ძიებაში ცხადია ხდება ხელისუფლება, რომლისგანაც მოელიან სათანადო რეაგირებას,” – აცხადებს გურამ ნიკოლაშვილი.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია ტრაგედიასთან დაკავშირებული ფაქტების შესახებ, საზოგადოებაში დამნაშავის ძიება დაიწყო.

“გაჩნდა კითხვები სკოლის ადმინისტრაციის მიმართ, რა უძღოდა წინ მომხდარ ფაქტს, ჩატარდა აქციები პოლიციის შენობებთან, რაკიღა აქტივისტთა ნაწილმა ცალსახად პოლიციისკენ გაიშვირა ხელი, დაიწყო მსჯელობა სისტემაზე, გარემოზე, პოლიტიკოსთა ბრალეულობასა და ათასგვარ ფაქტორზე,” – ამბობს ნიკოლაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები