ნათია თურნავა: საქართველოს მიერ მოხმარებული გაზის 95% აზერბაიჯანულია
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, წელს საქართველოს მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის მოცულობა 2.6 მლრდ.კუბურ მეტრს შეადგენს და აქედან 95 პროცენტი აზერბაიჯანულ გაზზე მოდის.
„რუსეთიდან წლის ბოლომდე შემოტანილ იქნება დაახლოებით 160 მილიონი კუბური მეტრი გაზი, რაც არის დაახლოებით 5 პროცენტი მთლიანი მოცულობის. დანარჩენი 95% შემოდის აზერბაიჯანიდან,რომელიც მოგვეწოდება სატრანზიტო კვოტით, ან აზერბაიჯანული კომპანია „სოკარის“ მიერ“, – აცხადებს თურნავა.
მისივე თქმით, ახლო მომავალში საქართველოს გაზმომარაგებაში რუსეთის წილის გაზრდა მოსალოდნელი არ არის