სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ადასტურებენ, რომ “მწვანე სკოლის” კიდევ ერთმა მოსწავლემ თვითდაზიანებები მიიყენა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსი ლონდა თოლორაია ადასტურებს, რომ “მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, კიდევ ერთმა მოსწავლემ, 15 წლის მოზარდმა გოგონამ თვითდაზიანებები მიიყენა.

„ვადასტურებ იმ ფაქტს, რომ 15 წლის ბავშვმა თვითდაზიანებები მიიყენა. გამოძიება გრძელდება“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია არასრულწლოვან გოგონაზე, რომელმაც პედაგოგებს, მათივე თხოვნით, ლუკა სირაძესთან მიმოწერის ამსახველი მასალა მიაწოდა, რაც ადმინისტრაციას პირის იდენტიფიცირებაში დაეხმარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები