ჩინეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, არიან დაშავებულები, დანგრეულია შენობები

ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში 5,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომლის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა.

მიწისქვეშა ბიძგების გამო 20-მდე შენობაა დანგრეული, 11 968 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, მობილური კავშირის სამი საბაზისო სადგური კი, დაზიანდა.

სამაშველო სამუშაოებში 2 ათასზე მეტი მაშველია ჩართული, ადამიანების უსაფრთხო ადგილებში ევაკუაცია მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები