სოსო გოგაშვილი: ერეკლე კუხიანიძის ოჯახის ყველა წევრი არის უმძიმეს მდგომარეობაში, განსაკუთრებით პატარა მარიამი

ერეკლეს ოჯახის ყველა წევრი არის უმძიმეს მდგომარეობაში, განსაკუთრებით პატარა მარიამი, – ამის შესახებ სუს-ის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე სოსო გოგაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მან პირადად ნახა საკრებულოს წევრის, ერეკლე კუხიანიძის ოჯახის წევრებისთვის ვაჟა ექიმის მეგობრებისგან და ახლობლებისგან მიწერილი შეტყობინებები და აღნიშნავს, რომ მსგავსი რამ არცერთ ნორმალურ ადამიანს არ მოუვიდოდა თავში.

“დღეს არ მინდა ვინმეს გავცე პასუხი ათას სიბინძურეზე, რომელიც მოედინება მავანთა ბაგეებიდან, ერთს დავწერ მხოლოდ – როგორც იქნა მივაღწიე ერეკლე კუხიანიძის ოჯახთან იმას, რომ მომაწვდიან იმ მესიჯების სქრინებს, რომლებიც ერეკლემ და ლინამ მიიღეს პირადად ვაჟა ექიმის მეგობრებისგან და ახლობლებისგან (როგორც ავტორები უთითებენ).

მე ნანახი მაქვს რამდენიმე და გეტყვით, რომ მსგავსი რამ მე არც წამიკითხავს, არც მომისმენია და არც მინახავს. იმაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია თავში მომსვლოდა ამდაგვარი რამ ისე, როგორც არ მოუვიდოდა არცერთ ნორმალურ ადამიანს. “ავტორები” არიან ცალსახად სექსუალური მანიაკები და პოტენციური მკვლელები. ერეკლეს ოჯახის ყველა წევრი არის უმძიმეს მდგომარეობაში, განსაკუთრებით პატარა მარიამი. თათია ჯერ არაა თბილისში და ის იქიდან ნერვიულობს.
მე ვაჟა ექიმის ოჯახს ჩვენი საერთო მეგობრების საშუალებით გადავცემ ამ სქრინებს და შემდეგ გავარკვევთ, მართლა მათი ახლობლები არიან თუ არა. მე მათ რეაქციას დაველოდები მას შემდეგ რაც მიიღებენ ჩემგან ამ სქრინებს.

დანარჩენზე შემდეგ გავცემ ყველას პასუხებს….

პ.ს. თხოვნაა არ გააკეთოთ არანაირი შეურაცხმყოფელი კომენტარები ვინმეს მიმართ,ისედაც მძიმე მდგომარეობაშია ყველა მხარე.

პ.პ.ს . მე, მას შემდეგ, როგორც კი გავარკვევ ოჯახთან ყველაფერს, ამ სქრინებს აუცილებლად გადავცემ ჟურნალისტებს,” – წერს სოსო გოგაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები