საქსტატი – ნოემბერში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 3 ლარით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის ნოემბერში, ოქტომბერთან შედარებით სამი ლარით გაიზარდა და 195.6 ლარი შეადგინა შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმმა.
ორი ლარითა და 50 თეთრით არის გაზრდილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი, რომელიც 173.3 ლარს შეადგენს.
რაც შეეხება საარსებო მინიმუმს სულადობის მიხედვით, ოქტომბერთან შედარებით ნოემბერში ზრდა აღინიშნება: ერთსულიან ოჯახზე თანხა 173.3 ლარით განისაზღვრა, ორსულიანზე – 277.2 ლარით, სამსულიანზე – 311.9 ლარით, ოთხსულიანზე – 346.5 ლარით, ხუთსულიანზე – 389.8 ლარით, ექვსსულიანი და მეტი – 460.9 ლარი.
სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს.საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან, პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.