მეუფე ნიკოლოზი: ვფიქრობ, დეკანოზ გიორგი მამალაძის ციხეში ჯდომა არ არის აუცილებელი

იწყალებენ დამნაშავეს, მართალ ადამიანს არ იწყალებენ, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, დეკანოზ მამალაძის ციხეში ყოფნა აუცილებელი არ არის.
“ვფიქრობ, არ არის აუცილებელი მისი ციხეში ჯდომა, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ჩანს, დანაშაული ჩადენილია. ჩვენს ქვეყანაში არის წესი, რომ საბრალდებო დასკვნა არ არის ხელმისაწვდომი დოკუმენტი, საჯარო ინფორმაცია არ არის, ამიტომ ვერაფერს ვამბობ, მაგრამ ზის ციხეში და შეწყალებას ითხოვს ადამიანი ესე იგი, რაღაც დააშავა. მე ვთვლი, რომ შეწყალება კარგია და აუცილებელი. იწყალებენ დამნაშავეს, მართალ ადამიანს არ იწყალებენ. ჩვენ ის შევიწყალეთ“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები