გიორგი ცუცქირიძე: ოპოზიციურმა ფლანგმა პირველადი შოკის შემდეგ, ციფრებით მანიპულირება დაიწყო

თავად 5000 კაცის ვერ გამომყვან ე.წ გაერთიანებულ პროდასავლურ ოპოზიციას სიტყვაც აღარ გადააქვთ ამ შეკრების მთავარ არსზე, რომ დღევანდელი შეკრების მიზანი “კონტრაქცია” არ იყო,- ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში ეკონომიკის ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე “ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, ოპოზიციის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს.

ცუცქირიძის თქმით, ოპოზიციურ ფლანგზე ციფრებით მანიპულირება დაიწყო, თუ რამდენი ადამიანი იყო შეკრებილი თავისუფლების მოედანზე.

“პირველადი შოკის და ცივი შხაპის შემდეგ, “ოპოფლანგზე” დაიწყო ციფრებით ჩვეულებრივი მანიპულირება თუ რამდენი ადამიანი იყო თავისუფლების მოედანზე, თავდაპირველი 20 000 შემდეგ, დასკვნის სახით ვიგებთ, რა გასაკვირი ყოფილა თუ “ოცნებამ” “ფულადი და ადმინისტრაციული რესურსით” თუნდაც 50 000 ადამიანი რომ შეკრიბა მთელი საქართველოდანო (ისე ცნობისათვის ორჯერ მეტიც იყო, და ამდენი რომ გაიმეტეს აქედანაც ჩანს), ასე ხომ 2012 წელს მიშამაც შეკრიბა სტადიონზე 50000 და 2 თვეში არჩევნები წააგოო!! და თავად 5000 კაცის ვერ გამომყვან ე.წ გაერთიანებულ პროდასავლურ ოპოზიციას სიტყვაც აღარ გადააქვთ ამ შეკრების მთავარ არსზე, რომ დღევანდელი შეკრების მიზანი “კონტრაქცია” კი არ იყო, არამედ “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით, ევროსაბჭოს საქართველოს თავმჯდომარეობის საზეიმოდ აღნიშვნა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანს! და ისე საინტერესოა მაშინ შეკრების მიზანი ევროპული დღეები იყო თუ მრავალათასიანი საპროტესტო მუხტით ნირწამხდარი “ნაცმოს” ბოლო გაბრძოლების და თავიანთი მომხრეების წინასაარჩევნო ბოლო დათვალიერების განწირული მცდელობა?“, – წერს გიორგი ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები