ნიკოლოზ მეტრეველი: “ქართულ ოცნებას” იმ 30 პარტიაზე და რუსეთუმე ნინო ბურჯანაძეზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს

“ქართულმა ოცნებამ” ყველას დაანახა, რომ იმ 30 პარტიაზე და რუსეთუმე ნინო ბურჯანაძეზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს” – ამის შესახებ ექსპერტმა, ნიკოლოზ მეტრეველმა ტვ “პირველის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერ ძალას აქვს თავისი რესურსით მხარდაჭერების გამოყვანის უფლება.

“ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას აქვს უფლება გამოიყვანოს თავის მხარდამჭერები, თავისი რესურსით. მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტის ფული აქ არ დახარჯულა. ჩვენ უკვე საარჩევნო მარათონში ვართ ჩაბმულები რეალურად, ამ კუთხითაც ვამბობ, რომ ეფექტური ღონისძიება იყო და ქართულმა ოცნებამ დაანახა ნამდვილად, რომ იმ 30 პარტიაზე და რუსეთუმე ნინო ბურჯანაძეზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს და აქვს ძალიან დიდი შანსი დამაჯერებელი გამარჯვების. ესეც დაინახა ძალიან ბევრმა” – განაცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები