მედიააკადემიაში პროდიუსერებისა და რედაქტორებისთვის ბრიტანელი ექსპერტის მასტერკლასი ჩატარდა

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ პროდიუსერებისა და რედაქტორებისთვის საქართველოში ცნობილი ბრიტანელი ექსპერტი, ფრენკ უილიამსი ჩამოიყვანა, რომელმაც მედიის წარმომადგენლებისთვის ორდღიანი მასტერკლასი ჩაატარა.

ტრენინგზე ექსპერტმა მედიის წარმომადგენლებს გამოცდილება გაუზიარა და მედიის გამოწვევებზე ისაუბრა.

მედიააკადემიის ინფორმაციით, ფრენკ უილიამსი მრავალი წლის განმავლობაში, მუშაობდა BBC World Service-სა და რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებაში. უილიამსი ამჟამად პრაღაში, მედიაუნარების განვითარებაზე ორიენტირებულ სასწავლო ცენტრს უდგას სათავეში.

ორდღიანი მასტერკლასის ფარგლებში ქართველ პროდიუსერებსა და რედაქტორებს საშუალება ჰქონდათ, მედიისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე გამოცდილი ბრიტანელი ექსპერტისგან მიეღოთ ინფორმაცია. ლექციის ფარგლებში, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, როგორებიცაა: პროდიუსერების მუშაობის სპეციფიკა და მოვალეობები; რისგან შედგება და როგორი უნდა იყოს ხარისხიანი ახალი ამბავი; როგორ მივაწოდოთ აუდიტორიას მაღალი სტანდარტის პროდუქტი. ამასთანავე, მასტერკლასზე აქტიურად განიხილეს საკითხი, თუ რამდენად რელევანტურია ჟურნალისტიკის კლასიკური პრინციპები ახალი (ციფრული) მედიის გამოწვევებთან.
მასტერკლასის დასრულების შემდეგ, მედიააკადემიამ და ფრენკ უილიამსმა პროდიუსერებსა და ჟურნალისტებს სერტიფიკატები გადასცეს.

R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები