13 დეკემბერი

11:30 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში მერვე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, დავით ლორთქიფანიძე განცხადებას გააკეთებს.
თემა: ოპოზიციის მოწინააღმდეგეების მიერ დადგმული კარავი პარლამენტთან და მათი სამომავლო გეგმები – იქნება, თუ არა კონტრაქციები.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი. საკონტაქტო ტელ: 593 53 45 24

12:00 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ორგანიზაცია “შევინარჩუნოთ სიცოცხლის“ ახალგაზრდული ფრთის დამფუძნებელი ლიკა გამრეკელი განცხადებას გააკეთებს.
თემა: ოპოზიციის მოწინააღმდეგეების მიერ დადგმული კარავი პარლამენტთან და მათი სამომავლო გეგმები – იქნება, თუ არა კონტრაქციები.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი. საკონტაქტო ტელ: 593 53 45 24

ვარკეთილში ხვალ გამწვანების აქცია გაიმართება
თბილისის საკრებულოს ინიციატივითა და “თი ბი სი“ ბანკის მხარდაჭერით, 13 დეკემბერს
11:00 საათზე, ვარკეთილში გამწვანების აქცია გაიმართება.
1 300 კედრის მარადმწვანე ხე თაყაიშვილისა და ალექსიძის 2-კილომეტრიან მონაკვეთზე დაირგვება. გამწვანების აქციაში მონაწილეობას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე, მერიისა და გამგეობის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები, “თი ბი სი“ ბანკის ხელმძღვანელობა და ადგილობრივი მოსახლეობა მიიღებენ.
მისამართი: ვარკეთილი 3, ალექსიძის ქუჩა (პოლიციის შენობასთან)

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები