Forbes-მა წლის ყველაზე გავლენიანი ქალი დაასახელა
ჟურნალმა Forbes-მა 2019 წლის ყველაზე გავლენ ქალად, 2018 წლის მსგავსად გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი დაასახელა.
გამოცემა წერს, რომ მერკელი, ევროპაში ანტისამიგრაციო განწყობებს აქტიურად ებრძვის.
„ფორბსის“ ათეული შემდეგნაირად გამოიყურება: მეორე ადგილს იკავებს ევროპის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე კრისტინ ლაგარდი; აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი; ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენი; კომპანია General Motors-ის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი მერი ბარა;
მომდევნო ხუთეულში შესული არიან: ამერიკელი მეწარმე და ფილანტროპი(ბილ გეითსის მეუღლე) მელინდა გეითსი; კომპანია Fidelity Investments-ის პრეზიდენტი ებიგეილ ჯონსონი; ესპანელი ბანკირი, საფინანსო-საკრედიტო ჯგუფის Santander-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ანა ბოტინი; კომპანია IBM-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, პრეზიდენტი და გენერალური დირექტორი ვირჯინია რომეთი და კომპანია Lockheed Martin-ის პრეზიდენტი, დირექტორი და აღმასრულებელი დირექტორი მერილინ ჰიუსონი.
მე-20 ადგილი დაიკავა ამერიკელმა ტელეწამყვანმა ოპრა უინფრიმ; დონალდ ტრამპის შვილი ივანკა ტრამპი 42-ე ადგილს იკავებს, ხოლო ეკოაქტივისტი, 16 წლის გრეტა ტუნბერგი, რომელიც Time-მა წლის ადამიანად დაასახელა, „ფორბსის“ სიაში მე-100 ადგილს იკავებს.