ბორჯომსა და ბაკურიანს ევროპის 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატი ქალაქების სტატუსი მიენიჭათ

ბორჯომსა და ბაკურიანს ევროპის 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატი ქალაქების სტატუსი მიენიჭათ, – ამის შესახებ ნათქვამია ოფიციალურ წერილში, რომელიც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, სეოკ-ის პრეზიდენტმა, ლერი ხაბელოვმა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) პრეზიდენტებისგან, იანეზ კოჩიანჩიჩისგან და გენერალური მდივნისგან, რაფაელე პანიოცისგან მიიღო.

2020 წლის თებერვალში ბორჯომ ბაკურიანს ოფიციალური ვიზიტით ფესტივალი-2025-ის შემფასებელი კომისიის წევრები ჩამოვლენ.

სეოკ-მა ფესტივალის მასპინძლობასთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი ინფორმაცია EOC -ს 2020 წლის 31 ივლისამდე უნდა წარუდგინოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები