კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონება წინა წელთან შედარებით გაიზარდა

საქართველოში ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობა გაიზარდა.

ეროვნული ბანკის “საფინანსო სექტორის მიმოხილვის“ თანახმად, მიმდინარე წლის ოქტომბერში კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 210.6 მლნ ლარი შეადგინა. ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულება გასულ წელთან 48.2 მილიონი ლარით არის გაზრდილი.

სებ-ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ოქტომბრის მონაცემებით, ჩამოწერილი სესხების მოცულობამ 14.9 მილიონი ლარი შეადგინა,ხოლო ამოღებულია 8.2 მლნ ლარის მოცულობის ჩამოწერილი სესხი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები