გუსტავ კლიმტის მოპარული შედევრი – “ქალის პორტრეტი” გალერეის მებაღემ იპოვა
ცნობილი ავსტრიელი მხატვრის გუსტავ კლიმტის მოპარული შედევრი – “ქალის პორტრეტი” იპოვეს. ნახატი 22 წლის წინ იტალიის ქალაქ პიაჩენცას გალერეა რიჩი ოდიდან მოიპარეს, ახლა კი, ამავე გალერის კედლის რკინის პანელში შემთხვევით მებაღემ მიაგნო.
მისი თქმით, ჩანთა, რომელშიც ნახატი იყო ნაგავი ეგონა. „თავიდან ვიფიქრე, რომ ეს იყო ნაგავი, მაგრამ შემდეგ, სასწრაფოდ დავურეკე უფროსობას“, – განაცხადა გალერეის მებაღემ. „ეს ისტორიაში ყველაზე საუკეთესო საშობაო საჩუქრად ითვლება“, – განაცხადა გალერეის ვიცე-პრეზიდენტმა ლაურა ბონფატიმ. ცნობილი, ავსტრიელი მხატვრის გუსტავ კლიმტის „ქალის პორტრეტს“, რომელიც ექსპერტები ნახატის ნამდვილობის დასადგენად მუშაობენ. ცნობისათვის, ნახატი 1997 წლის 22 თებერვალში დაიკარგა. გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, ნახატი კედელში 22 წლის მანძილზე იდო. მძარცველებმა სავარაუდოდ ნაქურდალი კედელში გადამალეს, რათა ნაძარცვი მოგვიანებით წაეღოთ, მაგრამ ვეღარ მოახერხეს, რადგან ქურდობის შემდეგ, გალერეში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. ავსტრიელი მხატვრის სურათი „ქალის პორტრეტი“ 66 მილიონ დოლარადაა შეფასებული. ამ ტილოს მოპარვა მე-20 საუკუნის ერთ-ერთ გახმაურებულ და საიდუმლოებით მოცულ ინციდენტად ითვლებოდა.