პირველი კლასიკური გიმნაზიის პედაგოგი: ეს საპროტესტო აქციები ამ უზარმაზარ სკოლას სერიოზულ პრობლემებს უქმნის, გამოსავალი?
თბილისის კლასიკური გიმნაზიის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაკა სახურია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ პარლამენტის შენობათ მიმდინარე აქციები პირველ კლასიკურ გიმნაზიას სერიოზულ პრობლემებს უქმნის.
როგორც პედაგოგი წერს, საპროტესტო აქციის მონაწილეთა გამაყრუებელმა სტვენამ “გაკვეთილს წირვა გამოუყვანა”.
“ჩვენი საკლასო ოთახი პარლამენტის მხარესაა. მიხეილ ჯავახიშვილის “მიწის ყივილზე” უნდა გვემუშავა. საპროტესტო აქციის მონაწილეთა გამაყრუებელმა სტვენამ გაკვეთილს წირვა გამოუყვანა. ახლა პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან გამართულ “გამიშვი და გამაკავეს” ვუყურებთ. “მიწის ყივილის” სანაცვლოდ გვაქვს “სასტვენების ყივილი”. როგორ ვუჭერდი მხარს პარლამენტის თბილისში გადმოტანას და ახლა ვნატრობ, რომ სადმე თბილისის ზღვაზე ან გაჩიანისკენ იყოს. ეს საპროტესტო აქციები ამ უზარმაზარ სკოლას სერიოზულ პრობლემებს უქმნის. გამოსავალი?” – წერს მაკა სახურია.