ტრამპმა რუსეთი გააფრთხილა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში არ ჩაერიოს
ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრა გაიმართა.
თეთრი სახლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ შეხვედრას სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეოც ესწრებოდა. ლავროვმა და პომპემ ტრამპს რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ მოსაზრებები გაცნეს.
ტრამპმა „აშშ-ის არჩევნებში ჩარევაში რუსეთი ნებისმიერ მცდელობის გამო გააფრთხილა, ასევე მოსკოვს მოუწოდა უკრაინასთან არსებული კონფლიქტი მოაგვაროს“.
გარდა ამისა, ტრამპმა „შეიარაღებაზე ეფექტურ გლობალურ კონტროლს“ მხარი დაუჭირა, რომელიც არამარტო რუსეთს, არამედ ჩინეთსაც შეეხება.
ტრამპმა მოუწოდა რუსეთს აშშ-ის ძალისხმევას დაუჭიროს მხარი, რომელიც ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნას ეწინააღმდეგება, ასევე კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განაიარაღების საკითხს უშუამდგომლოს.
ტრამპმა და ლავროვმა, ასევე ჩინეთთან ურთიერთობები განიხილეს. აშშ-ის ლიდერმა ხაზი გაუსვა,რომ პეკინთან სამართლიანი ვაჭრობის წარმოების აუცილებლობაა საჭირო და დასძინა, რომ „რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება, ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვას გაზრდის“.
თავის მხრივ, სერგეი ლავროვმა ტრამპს „აშშ-ის არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევასთან“ დაკავშირებით არსებული კითხვების მოსახსნელად, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის 2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის იანვრის ჩათვლით არსებული მიმოწერის გასაჯაროებისკენ მოუწოდა.
ლავროვის თქმით, თავის დროზე ბარაქ ობამას ადმინისტრაციამ მიმოწერის გასაჯაროებაზე უარი განაცხადა. მისი თქმით, თუ ამჟამინდელი ადმინისტრაციაც არ არის მზად გასაჯაროებისთვის – „სხვა რისი შეთავაზება შეგვიძლია?!“