საერთაშორისო ტურიზმიდან საქართველომ 3,05 მლრდ-ის შემოსავალი მიიღო
2019 წლის იანვარი-ნოემბერში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან 3,051 მლრდ დოლარის შემოსავლი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.2%-ით, ანუ 35,4 მლნ დოლარით მეტია.
ოფიციალური მონაცემებით, 5.6 %-ით გაიზარდა და 201,734 მლნ დოლარი შეადგინა საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებული შემოსავალი ნოემბერში.
ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2019 წლის I-II კვარტლის მონაცემებით შეადგენს 7.7%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +19.7%-ია.