კონკურენციის სააგენტო პურის ბაზრის მონიტორინგს აგრძელებს

კონკურენციის სააგენტო პურის ბაზრის მონიტორინგს აგრძელებს. როგორც სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, ბაზრის მონიტორინგი სამი ძირითადი მიმართულებით მიმდინარეობს – ხორბლის იმპორტის კომპონენტი, ფქვილისა და პურის წარმოების კომპონენტი.

„არსებობს ორი ძირითადი ფორმა, პირველი ეტაპზე სააგენტო მონიტორინგის ახორციელებს და გულისხმობს პირველადი ინფორმაციის მიღებას, ინფორმაციის გადამუშავებას. შემდეგ ეტაპზე იწყება მოკვლევა. მონიტორინგის პროცესში ინფორმაციის წარდგენა მეწარმეებისთვის არ არის სავალდებულო, მოკვლევისას კი ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებაა. შესაბამისად, მონიტორინგი შედარებით გრძელვადიანი პროცესია”, – განაცხადა ლექვინაძემ.

შეგახსენებთ,რომ სააგენტომ პურის გაძვირების მიზეზების შესწავლა ყოფილი პრემიერის, მამუკა ბახტაძის დავალებით 2018 წლის დეკემბერში დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები