ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები” საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ჩართვის სურვილს გამოთქვამენ

0

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებების ფორმატში ჩართვის სურვილი გამოთქვა.

მარიამ ჯაშის განხადებით, ფრაქცია, „დამოუკიდებელი დეპუტატები” ევროკავშირის წარმომადგენლობას თხოვნით მიმართავს, რათა შემდგომ რაუნდებში მათი ჩართულობის შესაძლებლობა გაითვალისწინონ.

„ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები” მიესალმება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელობით გამართულ მოლაპარაკების ფორმატს. რამდენადაც აღნიშნული ფორმატი არის ორმხრივი, ის მოიცავს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგს და მასში ჩართულია ყველა საპარლამენტო ფრაქცია, „დამოუკიდებელი დეპუტატები” მივმართავთ ევროკავშირის წარმომადგენლობას თხოვნით, გაითვალისწინოს შემდგომ რაუნდებში ჩვენი ჩართულობის შესაძლებლობა”,  – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

კომენტარები

კომენტარი