სალომე ზურაბიშვილი: შეწყალების გადაწყვეტილებას სხვა ოჯახებიც ელოდებიან, არ იქნება სწორი, მხოლოდ დეკანოზ მამალაძეზე ვისაუბროთ

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მხოლოდ დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე საუბარი არასწორია, რადგან შეწყალების გადაწყვეტილებას სხვა ოჯახებიც ელოდებიან.

“შეწყალების აქტი როცა გამოიცემა, ყველა გაეცნობა, ვინ არის შეწყალების აქტზე. სხვა ოჯახებიც არანაკლებად ელოდებიან შეწყალების გადაწყვეტილებას. არ იქნება სწორი, ჩვენ მხოლოდ მამალაძეზე ვისაუბროთ. არ მესმის, რატომ არის აქცენტი და საუბარი მხოლოდ მამალაძეზე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, წმინდა სინოდმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს 8 ნოემბერს მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები