არჩილ თალაკვაძე: პარლამენტზე ძალადობრივი შეტევის გადაწყვეტილებას არცერთი დემოკრატიული სახელმწიფო არ მოითმენს

ადამიანების დაკავებასა და გათავისუფლებაზე საქართველოში გადაწყვეტილებას პოლიტიკოსები არ იღებენ, იღებენ შესაბამისი ინსტიტუტები, თუ ვინ რა შემთხვევაში დაარღვია კანონი ან არ დაარღვია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც თალაკვაძე ამბობს, როცა ვინმე იღებს გადაწყვეტილებას, ძალადობრივი შეტევა განახორციელოს პარლამენტზე, ამას არცერთი დემოკრატიული სახელმწიფო არ მოითმენს.

“ჩემთვისაც ცნობილია, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” და ოპოზიციის ნაწილმა მიაწოდა ასეთი სია ასამბლეის წევრებს. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს პარლამენტში და ევრონესტის ასამბლეაში მუშაობენ პოლიტიკოსები. მათი ნაწილი არის სხვადასახვა პოლიტიკური პარტიის პარტნიორი. ეს არის პოლიტიკური პროცესი, ვინ შეძლებს თავისი ინფორმაციის მიწოდებას უფრო სწრაფად, უფრო დამაჯერებლად. რეალურად ამ პროცესში ვართ. ადამიანების დაკავებასა და გათავისუფლებაზე საქართველოში გადაწყვეტილებას პოლიტიკოსები არ იღებენ, იღებენ შესაბამისი ინსტიტუტები, თუ ვინ რა შემთხვევაში დაარღვია კანონი ან არ დაარღვია. ამაზე გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და გამოძიებას ატარებს პროკურატურა. თუ ჩემი პირადი აზრი გაინტერესებთ, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანის პატიმრობა ოჯახისთვის, საზოგადოებისთვის არის პრობლემა და კიდევ უფრო დიდი პრობლემაა, როცა ვინმე იღებს გადაწყვეტილებას ძალადობრივი შეტევა განახორციელოს პარლამენტზე. ამას არცერთი დემოკრატიული სახელმწიფო არ მოითმენს,“ – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები