მედია: პომპეო ლავროვს 10 დეკემბერს შეხვდება

ვაშინგტონში, 10 დეკემბერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრა გაიმართება.

ამის შესახებ Bloomberg წერს.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში, რობერტ ო’ბრაიენმა, განაცხადა, რომ თეთრი სახლი შეხვედრის ორგანიზებაზე მუშაობს.

მისი თქმით, საუბრის თემებს შორის, არის შეიარაღებაზე კონტროლის დამყარება.

ოფიციალურად ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არ გაკეთებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები