ადამ კიზინგერი: მოხარულები ვიქნებით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ვიხილოთ საქართველოსთან
“გამოვიყენებ ამერიკულ გამოთქმას და ვიტყვი საქართველო ბევრად უსწრებს წონით კატეგორიის კლასს. აქ ადამიანებმა ძალიან კარგად იციან საქართველოს მნიშვნელობა, ღრმა და ნამდვილი მეგობრობა, რაც ქართველებსა და ამერიკელებს შორის არსებობს და ჩვენ მოხარულები ვიქნებით ვიხილოთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საქართველოსთან”, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენმა, ადამ კიზინგერმა განაცხადა.
კონგრესმენი დემონსტრაციის უფლებაზე საუბრობს და იმედს გამოთქვამს, დემონსტრაციები დარჩება არა ძალისმიერი და თავის სათქმელს იტყვის.
“ღია საუბარი მქონდა საქართველო-ამერიკის ალიანსსა და ამ ალიანსის მნიშვნელობაზე, ასევე საქართველოს მნიშვნელობაზე ისეთ საკითხებში, როგორიც არის ვაჭრობა და ქვეყნის თავისუფალი მომავალი. ვისაუბრეთ საქართველოში არსებულ ამჟამინდელ სიტუაციაზე. ჩემი შეხედულებაა, რომ პროცესში ყველა ჩართულია. ეს ისეთი რამ არის, რაც დაპირებულ იქნა. აუცილებელია, რომ ამასთან გამკლავება მოხდეს პოლიტიკური სისტემის ფარგლებში. რა თქმა უნდა ადამიანებს დემონსტრაციის უფლება აქვთ, რასაც ჩვენ ხშირად ვაკეთებთ აქ. იმედი მაქვს დემონსტრაციები დარჩება არა ძალისმიერი და გააგზავნის თავის მესიჯს. საბოლოოდ იმედია ორივე მხარე გაერთიანდება, ალბათ ყველა მხარე რადგან მრავალი განსხვავებული მხარეა ჩართული და მონახავენ გამოსავალს, რომელმაც შესაძლოა არ დააკმაყოფილოს ყველა მხარე, თუმცა იყოს დამაკმაყოფილებელი საბოლოო ჯამში. როგორც სულ ვამბობ და ამ შემთხვევაშიც გამოვიყენებ ამერიკულ გამოთქმას და ვიტყვი საქართველო ბევრად უსწრებს წონით კატეგორიის კლასს. აქ ადამიანებმა ძალიან კარგად იციან საქართველოს მნიშვნელობა, ღრმა და ნამდვილი მეგობრობა, რაც ქართველებსა და ამერიკელებს შორის არსებობს და ჩვენ მოხარულები ვიქნებით ვიხილოთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საქართველოსთან. არის ეს მომგებიანი შეერთებული შტატებისთვის ? დიახ და ის ასევე ძლიერ სიგნალს უგზავნის რუსეთის ფედერაციას და ეს ძალიან კარგია საქართველოსთვის. სავაჭრო გზა, რომელიც საქართველოზე გადის უაღრესად მნიშვნელოვანია, რათა წაერთვას რუსეთსა და ირანს გავლენის შესაძლებლობები“, – განაცხადა ადამ კიზინგერმა.