Le Monde: რუსი ჯაშუშები საფრანგეთის ალპებს ბაზად იყენებდნენ

ევროპაში ოპერაციების ჩატარების მიზნით, 15 რუსი ჯაშუში, საფრანგეთის ალპებს წლების განმავლობაში ერთგვარ ბაზად იყენებდა.

ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ისინი რუსული ГРУ-ს ელიტური ქვედანაყოფის თანამშრომლები არიან, რომლებიც პასუხისმგებლები არიან 2014-2018 წლებში ევროპაში შეკვეთილ მკვლელობებსა და საბოტაჟებზე.

გამოცემა ასევე წერს, რომ ერთ-ერთი ჯაშუში, მაღალი ალბათობით, 2018 წელს დიდ ბრიტანეთში სკრიპალებზე თავდასხმასთან არის დაკავშირებული. დასავლური სპეცსამსახურები რუსი ჯაშუშების ამ ჯგუფის კვალზე სწორედ სკრიპალების თავდასხმის გამოძიების ფარგლებში გავიდნენ.

Le Monde-ს ცნობით, აღნიშნული რუსი ჯაშუშები მუშაობდნენ ბულგარეთში, მოლდოვაში, მონტენეგროსა და სხვა ქვეყნებში, თუმცა არა საფრანგეთში. დასავლურმა სპე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები