მესტიის ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია აუქციონზე იყიდება
მესტიის ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია ელექტრონულ აუქციონზე იყიდება.
როგორც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზეა მითითებული, აუქციონზე გამოტანილია დაბა მესტიაში არსებული 13 902 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები.
ელექტრონული აუქციონის პირობების მიხედვით, საპრივატიზებო თანხის გადახდა ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში უნდა მოხდეს. აუქციონზე გამოტანილი ქონების საწყისი ღირებულება 1 840 000 ლარია. აუქციონი 29 ნოემბერს გაიხსნა და 13 დეკემბერს დასრულდება. ობიექტის შესაძლო, სამომავლო განვითარების პროფილი სასტუმრო კომპლექსია.