ზაზა სინაურიძე: მწვავე პაციენტს ვმკურნალობთ ჩვენს ხარჯზე, მაგრამ გეგმიური ოპერაციები შეჩერებულია

კლინიკა “პინეოს” სამედიცინო ეკოსისტემის ხელმძღვანელი ზაზა სინაურიძე ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფის გათანაბრების საკითხს გამოეხმაურა.

მისი თქმით, აღნიშნული დადგენილება სამედიცინო სფეროში ხარისხის დაცემას გამოიწვევს. ​

​როგორც შეხვედრის დაწყებამდე კლინიკა “პინეოს” სამედიცინო ეკოსისტემის ხელმძღვანელმა ზაზა სინაურიძემ განაცხადა, შეხვედრა პრემიერის სამდივნოს ინიციატივით გაიმართა.

“კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ არავინ არ არის DRG- სისტემის წინააღმდეგი, მაგრამ ამას უნდა კომუნიკაცია და სწორი დაგეგმვა. იმიტომ, რომ ჯანდაცვა ძალიან რთული სფეროა. ეს გამოიწვევს ხარისხის დაცემას და სამწუხაროდ, პაციენტების გარდაცვალებას.
ვინაიდან ჩვენ ვართ ექიმები და მე პირადად ჰიპოკრატეს ფიცი მაქვს დადებული, ცხადია, მწვავე პაციენტს ვმკურნალობთ ჩვენს ხარჯზე, მაგრამ გეგმიური ოპერაციები შეჩერებულია”, – აცხადებს ზაზა სინაურიძე.

​ცნობისათვის, პრემიერის ადმინისტრაციაში გიორგი გახარიასა და სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.
​მთავარი განსახილველი საკითხი მთავრობის 520-ე დადგენილებაა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფები გათანაბრდა.

შეგახსენებთ, რომ ​ტარიფების გადახედვის და ხელახლა შემუშავების დადგენილება 21 ნოემბერს ამოქმედდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები