სოსო მანჯავიძე: მოკლედ, ვერ მოიწყენ ამ კრეტინიზმის შემხედვარე

“არაა ეს ხალხი ფსიქიკურად ჯანმრთელი, მეტიც – საშიში გიჟები არიან, ფულით, საინფორმაციო საშუალებებით და თავისნაირებთან საერთაშორისო კავშირებით“, – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი სოსო მანჯავიძე.

მისი თქმით, ოპოზიციური ძალები, რომლებიც აქციებს აწყობენ, ამავე დროს ყველა იმ ქვეყნის ხელისუფლებას აცხადებენ არალეგიტიმურად და შესაბამისად, მათ დამხობასაც საჭიროდ და აუცილებლად მიიჩნევენ, სადაც შერეული ან მთლიანად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემაა.

“ჯერ თავი მთელ საზოგადოებად გამოაცხადეს.

მერე ხელისუფლება არალეგიტიმურად ცნეს, რადგან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე არ გადადის.

მერე ამ უტყუარი წანამძღვრებიდან გამოიტანეს დასკვნა, რომ ხელისუფლების დამხობა არა მარტო საჭირო, არამედ აუცილებელია.

თანაც ყველას ემუქრებიან – სახელმწიფო მოხელეებს, პოლიციელებს – გრძელი მეხსიერება გვაქვს და ყველას გაგებინებთ პასუხსო და მერე ისევ პოლიციას მოუწოდებენ მათი უმსგავსო ქმედებებისგან გაცოფებული მოქალაქეებისგან დაცვას.

ყველაზე სასაცილო ისაა, რომ ეს ხალხი ამავე დროს ყველა იმ ქვეყნის ხელისუფლებას აცხადებს არალეგიტიმურად და, შესაბამისად, მათ დამხობასაც საჭიროდ და აუცილებლად მიიჩნევს, სადაც შერეული ან მთლიანად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემაა.

ასეთი კი 160 ქვეყანაა.

რა ყველა საოცრება ამ ჩვენს ბედკრულ სამშობლოს უნდა დაემართოს.

თუმცა, რაღა უნდა გაგიკვირდეს მათი გუშინდელი სიმღერის შემდეგ.

არის ამაში რაღაც სიმბოლური. ზუსტად ისეთივე კაკოფონიაა, როგორიც კოჰაბიტაცია.

მოკლედ, არაა ეს ხალხი ფსიქიკურად ჯანმრთელი, მეტიც – საშიში გიჟები არიან, ფულით, საინფორმაციო საშუალებებით და თავისნაირებთან საერთაშორისო კავშირებით.

ამიტომ სასწრაფოდ უნდა ჩამოსცილდნენ საზოგადოებრივ ასპარეზს.

ამის იურიდიულ საფუძველს კი ყოველდღე იძლევიან თვითონ“, – წერს მანჯავიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები