სოფელ ქსნის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქსნის წყალმომარაგების შიდა ქსელების რეაბილიტაციის სამუშაოები დაასრულა.

როგორც “კვირას” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, სოფელში არსებული წყლის სისტემა დაზიანებული და ამორტიზებული იყო, რაც იწვევდა წყლის დანაკარგს და მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდებოდა.

სამინისტროს ინფორმაციით, შესრულებული სამუშაოების შედეგად, ძველი ქსელი ახლით შეიცვალა, აღმოიფხვრა შიდა დაზიანებები და დაახლოებით 120-მდე ოჯახი სტაბილური, ხარისხიანი წყალმომარაგებით სარგებლობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები