პოლონეთის პრეზიდენტი: ნატო არის პასუხი, როგორც ტერორიზმზე, ისე რუსეთის საფრთხეზე

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა არასწორად მიიჩნევს განსაზღვრებას, რომ ალიანსისთვის მთავარი საფრთხე ტერორიზმია, რადგან ასევე მნიშვნელოვანია რუსეთის საფრთხე.

ამის შესახებ დუდამ კონფერენცია – NATO Engages-ზე განაცხადა, რომელიც ალიანსის ლიდერების შეხვედრამდე გაიმართა.

პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, ალიანას არ აქვს უფლება, მხოლოდ ერთი საფრთხე გამოყოს, როგორც ამას საფრანგეთის პრეზიდენტი სთავაზობს მას.

„არასწორი იქნებოდა პრიორიტეტების განსაზღვრა. გვაქვს ტერორისტული საფრთხე, არსებობს რუსული იმპერიალიზმის საფრთხე და გვაქვს ამ ორივეზე პასუხი“, -განმარტა დუდამ.

გარდა ამისა, ანჯეი დუდა არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ნატო არ ფუნქციონირებს ისე, როგორც საჭიროა.

„გაიხსენეთ, რომ 90-ან წლებში შეიძლებოდა თქმა, რომ ნატო პრაქტიკულად არ არსებობს. ბოლო წლებში კი ბევრი ცვლილებაა. იყო საქართველოში რუსული აგრესია, ახლა უკრაინაში აგრესიაა, 5 წლის წინ ყირიმის ოკუპაცია მოხდა და დღემდე არსებობს მომდევნო აგრესიის საფრთხე. ნატო, ჩემი აზრით აჩვენებს, რომ ის ცოცხალია, რადგან სწრაფად რეაგირებს ამ ცვლილებებზე“, – აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები