ალგეთის ეროვნული პარკის რეინჯერი რეინჯერთა მე-9 მსოფლიო კონგრესზე ნეპალში იმყოფებოდა
კონგრესი რეინჯერთა საერთაშორისო ფედერაციის ორგანიზებით სამ წელიწადში ერთხელ იმართება.
ქართველი რეინჯერი კონგრესს პირველად დაესწრო. ღონისძიებაში მონაწილეობდა მსოფლიოს 72 ქვეყნის 600-მდე რეინჯერი. ლუსინე დოსტიბეგიანმა მონაწილეობა მიიღო ქალ რეინჯერთა ჩართულობის მოდულში, სადაც კოლეგებს გამოცდილება გაუზიარა და წარმატებით წარადგინა საქართველოს დაცული ტერიტორიებიც.
კონგრესის დასრულების შემდეგ მან ბრიტანელ რეინჯერებთან ერთად გაიარა სტაჟირების 6-დღიანი პროგრამა ჩიტვანის ეროვნულ პარკში. კონგრესზე ქართველი რეინჯერის მონაწილეობას მხარი დაუჭირეს ბრიტანულმა ორგანიზაციამ Countryside Management Association, რეინჯერთა მხარდაჭერის ფონდმა The Thin Green Line Foundation, გაეროს განვითარების პროგრამამ საქართველოში, ქალთა ფონდმა და ალგეთის ეროვნული პარკის მეგობართა ასოციაციამ.