მაია ცქიტიშვილი: ანაკლიის პორტის პროექტისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის შემდეგ მთავრობა შესაბამის ქმედებებს განახორციელებს
ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმდინარეობის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული, მორიგ ჯერზე გახანგრძლივებული ვადა 31 დეკემბერს იწურება, რის შემდეგაც მთავრობა უკვე შესაბამის ქმედებებს განახორციელებს.
“31 დეკემბერს ხელშეკრულებით გათვალისწინებული, მორიგ ჯერზე გახანგრძლივებული ვადა იწურება, რის შემდეგაც მთავრობა უკვე შესაბამის ქმედებებს განახორციელებს.
უსასრულოდ ვერ გაგრძელდება ისეთ ინვესტორთან თანამშრომლობა, რომელიც ვალდებულებებს ვერ ასრულებს. პრაქტიკულად ორი წლით გახანგრძლივდა ვადა. ეს ვადა პროექტის განხორციელებისთვის იყო გამოყოფილი. იმის გათვალისწინებით, რომ უკლებლივ ყველა ვთანხმდებით, რომ ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ის პასუხისმგებლობაც, რომ უსასრულოდ არ გაგრძელდეს იმ ინვესტორთან თანამშრომლობა, რომელსაც სამწუხაროდ, აქვს სირთულეები საკუთარი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით,“ – განაცხადა ცქიტიშვილმა.