ვახტანგ ხმალაძე: თუ ეუთოს შენიშვნები ექნება, მზად ვართ გავითვალისწინოთ
კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ, საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელის ეუთო/ოდირში გაგზავნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ თუ კი ეუთოს კონსტიტუციასთან დაკავშირებით შენიშვნები ექნება, მზად არიან გაითვალისწინონ.
“ორი კვირის განმავლობაში ველოდებით პასუხს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს პასუხი ჩვენს წისქვილზე დაასხამს წყალს. თუ ეუთოს ექნება რაიმე შენიშვნები კონსტიტუციასთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ ეს შენიშვნები გავითვალისწინოთ, თუმცა არა მგონია ასეთი შენიშვნები იყოს”, – განაცხადა ხმალაძემ.
შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებისთვის შეთავაზებულ საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანულ მოდელის ომბუდსმენის საშუალებით ეუთო/ოდირში გაგზავნას გეგმავს.
ამასთან, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ უკვე განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელი ეუთო-ში გაგზავნამდე პარლამენტში უნდა იყოს რეგისტრირებული.