ბრიტანეთში ავტომობილი ბავშვებში შევარდა, არის მსხვერპლი
ბრიტანეთის ქალაქ ლოუსონში ავტომობილი Ford KA მოზარდთა ჯგუფში შევარდა, რომლის შედეგად 12 წლის ბიჭი დაიღუპა, 4 მოზარდი კი დაშავდა.
როგორც ესექსის საგრაფოს პოლიციაში განაცხადეს, ავტომობილის მძღოლმა ადგილიდან მიმალვა შეძლო.
ავარიას ჯერჯერობით „მკვლელობის“ კვალიფიკაცია აქვს მინიჭებული.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
ცნობისთვის, 29 ნოემბერს, ლონდონის ცენტრში ადრე ნასამართლევმა პირმა, ცივი იარაღით ორი ადამიანი მოკლა, სამი კი დაჭრა. მისი შეკავება ლონდონბრიჯზე მყოფმა მოქალაქეებმა სცადეს, რის შემდეგაც ადგილზე მალევე მივიდა პოლიცია.
დღეს, ლონდონში ნატოს ორდღიანი სამიტი იწყება, უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად არის გამკაცრებული.