ირაკლი კობახიძე: “ნაცმოძრაობა” ოპოზიციურ აქციებს ხალხისთვის წართმეული ფულით აფინანსებს
“ნაციონალური მოძრაობა” ოპოზიციურ აქციებს ხალხისთვის წართმეული ფულით აფინანსებს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ნიკა მელიას საქმის გამოძიებით, ერთ-ერთი დიდი დანაშაული იქნა გამოძიებული.
“სამწუხაროდ, იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი “ნაციონალურ მოძრაობას” შესაბამისი საქმეების გამოძიებაში წლები იწელება და ალბათ, კიდევ დიდხანს გაგრძელდება. საუბარია ათასობით დანაშაულზე, მათი დანაშაულების კატეგორიები იყო წამება, გაუპატიურება, ბიზნესის რეკეტი და ა.შ. ერთ-ერთი დიდი დანაშაული იქნა გამოძიებული. დანაშაული დადგენა სამართლებრივად არის შესაბამისი უწყებების საქმე, პროკურატურის და შემდეგ სასამართლოს საქმე. მათ მრავლად აქვთ ჩადენილი დანაშაული, ეს არის ბიუჯეტის ძარცვა, ხალხისთვის წართმეული ფულით აფინანსებენ ოპოზიციურ აქციებს. ხალხს ფულს ვერ წაართმევ თუ კონკრეტული მძიმე დანაშაულები არ გაქვს ჩადენილი. ეს არის კრიმინალების ბანდა და ამ შემთხვევაში ერთ-ერთი კრიმინალი იქნა გამოვლენილი სასამართლოს მიერ”,- განაცხადა კობახიძემ.
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას სასამართლომ ბანკი “ქართუს” საქმეზე 25000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა და 2,3 წლით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოართვა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ნიკა მელიას 2013 წლის იანვარში, ბრალი სსკ 232¬ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.