2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში სიახლეა
2020 წელს უცხოური ენების ტესტებში იქნება ორი სახის სიახლეა, – ამის შესახებ ინფორმაციას “შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი” ავრცელებს.
“2020 წელს უცხოური ენების ტესტებში ორი სახის სიახლე იქნება: მე-2 დავალება, რომელიც წაკითხულის გააზრებას ამოწმებდა (სწორია/არასწორია), ჩანაცვლებულია მოსმენის დავალებით. აბიტურიენტი ისმენს ერთ სრულ ტექსტს და პასუხობს რვა შეკითხვას; მე-6 დავალება, რომელიც გრამატიკულ ცოდნას ამოწმებს, 10-ის ნაცვლად 12 საკითხიანი გახდა.
ტესტის მაქსიმალური ქულა (80) და გამოცდისათვის გამოყოფილი დრო (2 საათი და 30 წუთი) არ შეცვლილა”, – ნათქვამია განცხადებაში.
“შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი” ოფიციალურ გვერდზე ახალი ფორმატის ტესტის ნიმუშებსაც აქვეყნებს.