ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში გრიპის ვირუსი ჯერ კიდევ არ ცირკულირებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის ვირუსი ქვეყანაში ჯერ კიდევ არ ცირკულირებს. მისივე თქმით, საქართველოში უკვე 80 000 ადამიანია აცრილი და წლევანდელ სეზონს მოსახლეობა უფრო მომზადებული ხვდება.
“დღეის მონაცემებით, 80 000 ადამიანი უკვე აცრილია საქართველოში. ეს არც ერთ წელიწადს არ ყოფილა. ამასთან ერთად, იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს და რისკ ჯგუფებში არ შედის, კერძო სექტორმა შემოიტანა ვაქცინა. გასულ კვირას, მათ 12 000 დოზა შემოიტანეს. ვფიქრობთ, რომ წელს ბევრად მომზადებული შეხვდება მოსახლეობა. ჯერჯერობით ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის ვირუსი ჯერ კიდევ არ ცირკულირებს ქვეყანაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.