ლონდონის ტერაქტის გამო პირობით ვადამდე გათავისუფლების წესები შეიცვლება (ვიდეო)

ლონდონის ხიდზე მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შემდეგ დიდი ბრიტანეთის იუსტიციის სამინისტრომ ტერორისტების პირობით ვადამდე გათავისუფლების წესების შეცვლაზე მუშაობა დაიწყო,- ამის შესახებ ინფორმაციას “BBC” ავრცელებს.

გამკაცრებული წესები შესაძლოა ბრიტანულ ციხეებში მყოფ 70-მდე ტერორისტს შეეხოს. პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით ტერორიზმისა და სხვა მძიმე დანაშაულებისთვის მსჯავრდებულებს პირობით ვადამდე გათავისუფლება არ უნდა ეხებოდეს. მისი თქმით, ამ ადამიანებმა სასჯელი სრულად უნდა მოიხადონ.

ლონდონში მომხდარი თავდასხმისას ორი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაიჭრა. თავდამსხმელი, 28 წლის უსმან ხანი ადგილზე მისულმა პოლიციელებმა მოკლეს. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაციამ “ისლამურმა სახელმწიფომ“ (დაეში) აიღო.

უსმან ხანი 2012 წელს ტერაქტის მოწყობის მცდელობის მუხლით გაასამართლეს და 2018 წლის დეკემბერში პირობით ვადამდე გაათავისუფლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები