ელიზაბეთ რუდი: შევთანხმდით, რომ დიალოგი და მსჯელობა გაგრძელდება

“მთავარია, შევთანხმდით, რომ ეს დიალოგი და მსჯელობა გაგრძელდება აღნიშნულ საკითხებზე”,– ამის შესახებ ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო პარტნიორები ამ პროცესის მხარდაჭერას გააგრძელებენ.
„დღეს დილით, შეხვედრის დაწყებამდე, მე აღვნიშნე, რომ ჩვენ გვქონდა მოლოდინი და იმედი, რომ დაიწყებოდა მსჯელობა და დიალოგი ნდობის აღდგენასთან დაკავშირებით და იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომლის წინაშეც დღეს ვდგავართ. მე მოხარული ვარ რომ ეს გამართლდა, დიალოგი შედგა. შეხვედრაზე ბევრი ვიმსჯელეთ. შეხვედრის დეტალებზე არ ვისაუბრებ, თუმცა განვიხილეთ ბევრი ვარიანტი და არჩევანი, რომ ეს პრობლემები გადაწყდეს და რაც მთავარია, შევთანხმდით, რომ ეს დიალოგი და მსჯელობა გაგრძელდება აღნიშნულ საკითხებზე. ამაზე შეთანხმდა მმართველი გუნდი და ოპოზიცია. ჩვენ საერთაშორისო პარტნიორები მზად ვართ, გავაგრძელოთ მხარდაჭერა ამ პროცესში“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები