შოთა დიღმელაშვილი: ერთადერთი შეთანხმება, რასაც განვიხილავთ პოლიტიკური კრიზისის დეესკალაციის სანაცვლოდ პროპორციული არჩევნებია

პარლამენტთან აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორის, მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენელი შოთა დიღმელაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება შეხვედრას, რომელიც დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის იმართება. როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, „სირცხვილიას“ არდაშვება მოლაპარაკებებზე ხელისუფლების მცდელობაა, ძირითადი მხარე დიალოგს გამოთიშოს.
„ხელისუფლების მიერ შექმნილ მოლაპარაკების ფორმატი შირმაა. მასზე დაპატიჟებული ოპოზიცია ვერაფრით ისაუბრებს ჩვენი, აქციების საორგანიზაციო ჯგუფის სახელით.
ამ მორიგი ტყუილით ხელისუფლება დროს წელავს და საერთაშორისო პარტნიორებს თვალს უბამს, თითქოს პოლიტიკური კრიზისის დეესკალაციას ცდილობს.
„სირცხვილიას“ არდაშვება მოლაპარაკებებზე ხელისუფლების მცდელობაა, ძირითადი მხარე დიალოგს გამოთიშოს და აქციები პარტიების მიერ მართულად წარმოაჩინოს. ამასთან, გააჩინოს დაპირისპირების კერები სამოქალაქო და ოპოზიციური სპექტრის ერთობაში.
​ერთადერთი შეთანხმება, რასაც განვიხილავთ პოლიტიკური კრიზისის დეესკალაციის სანაცვლოდ პროპორციული არჩევნებია. თანახმა ვართ ე.წ. გერმანულ მოდელზე, რომელიც საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად შევთავაზეთ. სხვა რაზეც არ უნდა შეთანხმდნენ, არ გვაინტერესებს“, – წერს შოთა დიღმელაშვილი „ფეისბუქში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები