სააკაშვილი პოლიციელებს ემუქრება: ყველანი აგებთ პასუხს, ძალიან მკაცრად (ვიდეო)
მიხეილ სააკაშვილი ქუთაისში, „ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვით გამოეხმაურა. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა იურისტთა ჯგუფის შექმნა დააანონსა.
„ხვალიდან, ჩვენ უნდა შევქმნათ იურისტთა ჯგუფი, ამოვიღეთ ტელევიზიებიდან ყველას სახელი და გვარი, ადამიანი უფლებების დამრღვევი პოლიციელის, ყველას ვინც არბევს, სცემს, არაპროპორციულ ძალას იყენებს, ყინვაში წყლის ჭავლს ასხამს, ტყვიებს ესვრის თვალებში.
ყველა მათგანზე შევიტანოთ სარჩელი, დავიწყოთ სამართლებრივი პროცედურა სისხლის სამართლის აღძვრაზე. რა თქმა უნდა ივანიშვილის პირობებში შეიძლება ამას ეგრევე ეფექტი არ მოყვეს მაგრამ, ივანიშვილი სულ მალე დასრულდება და მე მინდა ვუთხრა ამ პოლიციელებს – ყველანი აგებთ პასუხს ძალიან მკაცრად! დამთავრდა აქ ბაირამობა და ლობიოობა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ვიდეო იხილეთ ლინკზე – https://www.facebook.com/SaakashviliMikheil/videos/451034135603851/