ელიზაბეთ რუდი: მიგვაჩნია, რომ დიალოგი იქნება ამ სიტუაციაში გადაწყვეტილების მოძებნა და არა რაიმე ვარიანტის გამორიცხვა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი მოხარულია, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის დიალოგი დაიწყო. ის იმედოვნებს, რომ შეხვედრის მონაწილეები საქართველოს დემოკრატიული განვითარების მიმართ თავიანთ ერთგულებას გამოავლენენ.
„როგორც გახსოვთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირთან ერთად, გამოთქვა იმედი და მოუწოდა დიალოგისკენ მას შემდეგ, რაც 2020 წლისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ვერ მოხერხდა.  ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ეს დიალოგი დღეს დაიწყო. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული დიალოგი იქნება შესაძლებლობებისა და გადაწყვეტილების მოძებნა, ვიდრე რამე ვარიანტის გამორიცხვა. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს USAID-ის მეშვეობით აღნიშნულ შეკრებას და ასევე, ძალიან მოხარული ვართ, რომ შეხვედრაზე წარმოდგენილი არიან ვენეციის კომისიის წევრები, რომლებიც გააზიარებენ საკუთარ რჩევებსა და საექსპერტო შეხედულებებს. ჩვენც აქ ვართ, რათა მხარი დავუჭიროთ ამ პროცესს. აქ არიან ევროკავშირის დელეგაციის ელჩი და გერმანიის ელჩი.
ვფიქრობ, შეხვედრის მონაწილეები გამოავლენენ იმას, რომ ქართულ საზოგადოებას შეუძლია, დაეყრდნოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ასევე შეხვედრის მონაწილეები გამოავლენენ საკუთარ ერთგულებას საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ და საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებაზე“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები