თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ ნიკოლოზ მარსაგიშვილი აირჩიეს
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ ნიკოლოზ მარსაგიშვილი აირჩიეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ცოტა ხნის წინ მიიღეს.
ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად სულ ორი განაცხადი იყო შესული – ნიკოლოზ მარსაგიშვილისა და სერგო მეთოფიშვლის.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა.