MYMARKET-ის ისტორიაში ყველაზე დიდი განახლება უკვე გაეშვა

Mymarket-ის განახლებული ვებგვერდი, www.mymarket.ge მოხმარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია და მასზე 100 000-ზე მეტი სხვადასხვა კატეგორიის ნივთი თუ მომსახურებაა განთავსებული.

განახლებაზე მუშაობა 2019 წლის თებერვალში დაიწყო და მას წინ მრავალთვიანი კვლევები უძღოდა, რომლის მთავარი კითხვა იყო: „როგორ გავხადოთ MYMARKET უფრო საშენო?”. 240 დღიანი უწყვეტი მუშაობის და 2 თვიანი ბეტა ტესტირების შემდეგ, სრულად განახლდა ვებგვერდის დესკტოპვერსია.

შედეგად, შეიცვალა მთავარი გვერდი, რომელიც ყველა მომხმარებლის ინტერესებს ერგება. უფრო დახვეწილი გახდა ძებნის ფუნქციონალი, სადაც ე.წ. „ემოჯითაც” კი არის შესაძლებელი ნივთის ან მომსახურების პოვნა და შეძენა. Mymarket-ს დაემატა „საშენო ფასის” შეთავაზების მოდული, რაც როგორც გამყიდველს, ასევე მყიდველს შოპინგის პროცესს უმარტივებს. განცხადების დამატება ახლა უფრო მარტივი და კომფორტულია, ვებგვერდს დაემატა Draft-ის ავტომატური შენახვის ფუნქციაც, რომლითაც შეწყვეტილი განცხადების დამატების გაგრძელებაა შესაძლებელი. გაუმჯობესდა არაერთი პატარა დეტალი, რომელმაც MYMARKET უფრო „საშენო” გახადა.

მალე, ვებგვერდის მობილური ვერსიის ბეტა ტესტირება დაიწყება, 2020-ში კი მეორადი ნივთების სახლში მიტანასთან ერთად, ონლაინ განვადებაც იქნება ხელმისაწდომი.
Mymarket-ის განახლება MY.GE-ს ბრენდის პლატფორმისა და ახალი სტრატეგიის ნაწილია, რომლის მთავარი დაპირებაა: ” ყოველთვიურად პერსონალური გამოცდილების შექმნა 2.2 მილიონი ვიზიტორისთვის, რათა მარტივად ნახო საშენო!”.

ელექტრონული კომერციის პლატფორმა, MYMARKET-ი, რომელსაც ყოველთვიურად 900,000 უნიკალური მომხმარებელი ჰყავს, უკვე 16 წელია არსებობს.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები