ირაკლი ლატარია ლევან ბერძენიშვილს: ახლა რომ ხბოს აღტკინებით შესციცინებ მიშას, უახლოეს წარსულში მხდალს და ლაჩარს რომ ეძახდი?
ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია „რესპუბლიკური პარტიის“ წევრს, ლევან ბერძენიშვილს წლების წინ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე ნათქვამ სიტყვებს ახსენებს.
მისი შეფასებით, ბერძენიშვილი სწორ ადგილას დგას, რადგან ისინი მაშინაც და ახლაც ერთნი არიან.
“ბატონ ლევან ბერძენიშვილს მივმართავ, არ დამეზარა და შენი სიტყვები გავშიფრე თავიდან ბოლომდე. ახლა რომ მიშას ხბოს აღტკინებით შესციცინებ თვალებში, უახლოეს წარსულში ნათქვამი მაინც გაიხსენე. ლაჩარს, არაკაცს და მხდალს რომ ეძახდი. ნებისმიერი ღირსეული პრეზიდენტი ტყვიას დაიხლიდა შუბლში 2008 წლის ომის შემდეგო!!! რა შეიცვალა? შენ შეიცვალე თუ მიშა?
კარგია, სწორია, ახლა სადაც დგახარ იქ უნდა იდგე. ერთნი ხართ და მაშინაც ერთნი იყავით!!!
ესენი მისი სიტყვები, გია გაჩეჩილაძესთან სტუმრობის დროს რომ წარმოთქვა “სიამაყით”:
“მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო წახდენა საქმის და გამოავლინა თავისი მთავარი საფიქრალი. მთავარი საფიქრალი ამას ჰქონია, რომ მოემზადებინა და წარმატებით მოეგო ომი. ამას თურმე მართლა დავით აღმაშენებლობა უნდოდა, უნდოდა ოსეთის აღება და საქართველოს გათავისუფლება. შეიძლება ცუდი ფიქრები არ არის, მაგრამ როდესაც მთელი მსოფლიო გეუბნება რომ კონფლიქტი მშვიდობიანი გზით გადაწყვიტე და ამას ჰგონია, ასე რომ ეუბნებოდნენ, ფაქტის წინაშე დავაყენებ, ავიღებ და მერე რას იტყვიან? გათვლა მისი აღმოჩნდა ზუსტად ისეთი, როგორც ყველა სხვა საქმეში. ჩვენ უკვე გავხდით ისეთი ქვეყანა, სააკაშვილის დროს, რომ შეიძლება შემთხვევითმა ტანკებმა აგვიღონ, თავი მოგვეჭრა. ის იყო მთავარსარდალი, ნებისმიერი ღირსეული მთავარსარდალი ტყვიას დაიხლიდა იმ წუთას, როდესაც დაიკარგებოდა ახალგორი და კოდორი. ჩვენ ვერ ავირჩიეთ ისეთი კაცი, ვისაც ნაციონალური ღირსება ექნებოდა. ის არის საქართველოს პრეზიდენტი და ღირსების ნატამალი არ აქვს. პირადი თვისებებით ჩვენს წინაშე წარსდგა კაცი, რომელმაც შეგვარცხვინა მსოფლიოს წინაშე იმიტომ, რომ თავის დაცვას გაექცა ლევან ბერძენიშვილი”, – წერს ლატარია “ფეისბუქის” პირად გვერდზე.