სტოლტენბერგი ადასტურებს, რომ აშშ ალიანსის ბიუჯეტში შენატანს ამცირებს

ნატოს გენერალურმა მდივანმა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა, რომ ალიანსის ბიუჯეტში შენატანის ახალ ფორმულას დაუჭირა მხარი, რომლის მიხედვით, აშშ დაფინანსებას ამცირებს, ხოლო გერმანია, პირიქით, გაზრდის.

“დიახ, ახალ ფორმულას დავთანმხდით. აშშ ნაკლებს გადაიხდის, გერმანია კი მეტს, ანუ აშშ და გერმანია თანაბარ შენატანს გააკეთებენ 16%-ის ოდენობით. დანარჩენი თანხა სხვა მოკავშირეებს შორის განაწილდება”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

CNN-მა დაწერა, რომ ალიანსში შენატანის შემცირებიდან დაზოგილ თანხას, აშშ საქართველოს და უკრაინის დაფინანსებას მოახმარს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები