ივანე მაჭავარიანი: სახელმწიფო ფინანსების ეფექტიანი მართვისთვის, აუცილებელია გვქონდეს ძლიერი ფისკალური ინსტიტუტები

სახელმწიფო ფინანსების ეფექტიანი მართვისთვის, აუცილებელია გვქონდეს ძლიერი ფისკალური ინსტიტუტები, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის” ფორმატში პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მან აღნიშნა, ფისკალური პოლიტიკის უმთავრესი ამოცანა, სახელმწიფო ფინანსების ეფექტიანი განკარგვაა, რისთვისაც მნიშვნელოვანია რამდენიმე მიმართულებით მუშაობა.

„ძლიერი ფისკალური ინსტიტუტების ჩამოყალიბებისთვის, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, საჭიროა ხუთი ძირითადი მიმართულებით მუშაობა. ესენია: ფისკალური ჩარჩოს შემუშავება, ფისკალური გამჭვირვალობა, რისკების მართვა, ფისკალური წესები, ფისკალური საბჭოს შექმნა, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ჩვენი მთავარი ძალისხმევა მიმართულია სწორედ ამ მიზნების შესრულებისკენ”, -აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები